მათი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ წელს ფაქტიურად არ გაიხსნება მთის კურორტები - შალვა ალავერდაშვილი

26 იანვარი 2021, 17:02 1141 ნახვა

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, მთავრობას უჭირს იმის აღიარება, რომ წელს მთის კურორტები არ გაიხსნება.

მისივე განმარტებით, თებერვლის შემდეგ მთის კურორტების გახსნა აზრს კარგავს და 95% მაინც არ გაიხსნება.

"ძირითადი მესიჯი რაც იყო, დღეს ჩვენთვის უნდოდათ აეხსნათ რატომ არ უნდა გაიხსნას ძირითადი მიმართულებები. დღეს როცა მეუბნებიან, რომ მთის კურორტები შეიძლება წელს საერთოდ არ გაიხსნას ჩვენ ვისურვებდით, რომ პირდაპირი პასუხი იყოს, რომ წელს მთის კურორტები არ გაიხსნება. თავისი სეზონი აქვს მთის კურორტებს, სეზონი მთავრდება მარტში. 1 მარტს რომც მითხრან გაიხსენიო 95% მაინც არ გაიხსნება, რადგან აზრი არ აქვს. 1 თებერვალი იყო ზღვარი, რომლის იქითაც არ შეიძლებოდა გადაწყვეტილების მიღება და დღევანდელის მსგავსი შეხვედრაც უნდა გამართულიყო 7, 8, 9 იანვარს, რომ გვცოდნოდა მთის კურორტები გაიხსნებოდა თუ არ გაიხსნებოდა. როცა დღეს კიდევ ერთხელ ვიგებთ, რომ 1 თებერვალს ნამდვილად არ გაიხსნება მთის კურორტები და გვეუბნებიან, რომ შევხედავთ რა იქნება ეს ჩვენთვის იმას ნიშნავს, რომ წელს ფაქტიურად არ გაიხსნება მთის კურორტები. ეს მთავრობის წარმომადგენლებმა თავად უნდა თქვან პირდაპირ, რომ ჩვენ მოლოდინი არ გვქონდეს და არ ვიყოთ ყოველდღიურ მოლოდინის რეჯიმში.

ყოველდღიურად გვექნება ისევ შეხვედრები და ვნახოთ.შეხვედარზეც ვთქვი, ჩვენ უნდა ვიყოთ ნოვატორები და გავაკეთოთ ნოუ ჰაუ, ამას სჭირდება კეთილი ნება და არ უნდა უყურო რას აკეთებს სხვა ქვეყანა. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ბიზნესი, არ ვიცი რა ვუპასუხო ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს გუდაურში, ბაკურიანში, რა შედეგით გამოვედით. ფაქტობრივად მეორე სეზონი ჩავარდა მთის კურორტების, ობიექტების 60% იყიდება და ამის შემდეგ უკვე ზოგადად ძალიან ცუდი ვითარება იქნება ჩვენს ეკონომიკაში" - განაცხადა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი