ქობულეთში ე.წ.-ლი ემტეესის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესის დასრულების შემდეგ ახალი საკანალიზაციო სისტემით 200-მდე ოჯახი ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს ცენტრალური მაგისტრალი, შიდა ქსელი და მოხდება საკანალიზაციო სისტემაზე მოსახლეობის დაერთება, ასევე მოეწყობა სატუმბი სადგური. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის მილიონ 54 ათას 799 ლარი დაიხარჯება.