ავღანეთიდან ქართველი სამხედროების როტაციის პროცესი დასრულდა. თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითმა ბატალიონმა “მტკიცე მხარდაჭერის მისია” დაასრულა. ბატალიონი სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა.
ქართველი მშვიდობისმყოფელები „მტკიცე მხარდაჭერის მისიას” 6 თვის განმავლობაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა.