ბათუმის ''დინამო'' თბილისში 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

25 იანვარი 2021, 10:45 1485 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი ბათუმის ''დინამო'' ახალი სეზონისთვის მზადებას თბილისში საფეხბურთო კლუბ ''ზესტაფონის'' ბაზაზე აგრძელებს.

ბათუმური კლუბი მზადების პროცესში 3 საკონტროლო შეხვედრას გამართავს. გუნდთან ერთად ემზადებიან კლუბის ახალწვეულებიც. 

''დინამო'' 27 იანვარს ლიგა 2-ის წარმომადგენელს და თასის მფლობელ ''გაგრას'' დაუპირისპირდება. 31 იანვარს კი გეგუჩაძის გუნდის მეორე სპარინგ-პარტნიორი თბილისის ''ლოკომოტივი'' იქნება.

შავიზღვისპირელების სამშობლოში ბოლო მოსამზადებელ შეხვედრაში 1 თებერვალს ''თელავს'' შეხვედებიან. თბილისური შეკრებიდან გუნდი ბათუმში 3 თებერვალს დაბრუნდება.

ბათუმის ''დინამო'' მოსამზადებელი ეტაპის მეორე ნაწილს 4-20 თებერვლის ჩათვლით თურქეთში გააგრძელებენ. გეგუჩაძის გუნდს ბელეკში 5 ამხანაგური შეხვედრა ელოდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში