დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 998 შემთხვევა გამოვლინდა გარდაიცვალა 16 პაციენტი. ვირუსი კი 1 892 ადამიანმა დაამარცხა. რაც შეეხება აჭარას, რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ის 31 შემთხვევა დადასტურდა.
გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, პირველი თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქება იწყება, თუმცა რეგულაციების შემსუბუქება არ ეხება სპორტულ დარბაზებსა თუ ფიტნეს ცენტრებს. სწორედ მათი გახსნის მოთხოვნით ბათუმში აქცია გაიმართა. „რეფორმერ ფიტნესის დამფუძნებელი მომავალი თვიდან ეკონომიკური საქმიანობის განახლებას ითხოვს.