ბათუმის ბულვარის დასაცავად ბათუმელების ნაწილი ბულვარში შეიკრიბა და ძეგლის დაცვის ზონაში 16 სართულიანი სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობა გააპროტესტა. სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ რეკრეაციულ ზონაში მაღალი ნაგებობები დაუშვებელია.
მათ მიმართვაც გაავრცელეს ხელისუფლების მისამართით სადაც ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე, ბულვარში ნებისმიერი სამშენებლო განვითარების განხორციელებაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ. ასევე, ცნობილია, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაწყვეტილებას, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“ სასამართლოში გაასაჩივრებს.