საზოგადოება „ბათომმა“ ბულვარის დასაცავად ხელისუფლებასაც მიმართა. ვრცელ განცხადებაში „ბათომი“ დეტალურად აღწერს თუ რატომ არის დაუშვებელი ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი შენობის განთავსება.
საზოგადოება „ბათომი“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მოუწოდებს, არ დაუშვას ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გაუარესება მისი დაცვის ნაცვლად. ასევე გამოცხადდეს ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე მორატორიუმი ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამშენებლო განვითარების განხორციელებაზე.