ამ დროისთვის ექსპორტზე 36.000 ტონა ციტრუსია გატანილი რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 6.000 ტონით მეტია - ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. გიორგი სურმანიძის თქმით, ციტრუსის მიმღებ პუნქტებში 11.000 ტონა არასტანდარტული ციტრუსი გადამუშავდა.
მისივე განცხადებით, უკვე სამი დღეა გადამამუშავებელი ფაბრიკები ამაოდ ელოდებიან ჩამბარებლებს, ამიტომ სავარაუდოდ რამდენიმე დღეში სეზონს შეაჯამებენ და ციტრუსის შტაბს დახურავენ.