განთიადში სახლი დაინგრა- ოჯახი დახმარებას ითხოვს

23 იანვარი 2021, 12:23 2267 ნახვა

ბათუმში ე.წ განთიადის დასახლებაში ხის კონსტრუქციით ნაშენები სახლი წაიქცა. ოჯახი სახლის წაქცევას საძირკველის დაძველებას  უკავშირებს.  შემთხვევის დროს სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მას დაზიანება არ მიუღია. ახლა ოჯახი თავს მეზობელთან აფარებს და დახმარებას მერიას სთხოვს.

ბათუმის მერიაში წერილობით გვიპასუხეს, გვითხრეს, რომ ადგილზე უკვე იმყოფებოდა მათი წარმომადგენელი, მოქალაქეს განუმარტეს, რომ საკითხთან დაკავშირებით განცხადება მერიაში უნდა შეიტანოს, რომელსაც კომისია განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი