ბათუმის სათნოების სახლის ბენეფიციარებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო აქციაში სხვადასხვა პროფილის ექიმი მონაწილეობდა.
სათნოების სახლს ასევე გადაეცა შესაბამისი დანიშნულების სხვადასხვა საჭირო მედიკამენტის მარაგი.