საქართველო პირველ ეტაპზე სავარაუდოდ ''ასტრა ზენეკას'' ვაქცინას მიიღებს - გამყრელიძე

22 იანვარი 2021, 14:22 811 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ''კოვაქსისგან'' მიიღეს წერილი, ვაქცინის პირველი ნაკადის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ პირველ კვარტალში შემოვა. 

''გუშინ დამტკიცდა ვაქცინაციის დაგეგმვის გეგმა. 29 იანვარს ველოდებით პირველ გადაწყვეტილებას ,,ფაიზერის'' ლიმიტირებულ დოზებთან დაკავშირებით. ასევე მოსულია წერილი კოვაქსიდან, პირველი 500 000 დოზის პირველ კვარტალში შემოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ალბათობით ''ასტრა ზენეკას'' ვაქცინა იქნება. 

თუ იქნება ''ფაიზერის'' ვაქცინა, რომელიც საჭიროებს -70 გრადუსიან ცივ ჯაჭვს, შეინახება ძირითადად სამ დიდ ქალაქში, თბილისში ქუთაისსა და ბათუმში, სადაც ასეთი სისტემა არსებობს და აცრები მოხდება მხოლოდ შერჩეულ კლინიკებში. 

რაც შეეხება ''ასტრა ზენეკას'', რომელსაც სჭირდება 2-8 გრადუსი, ვაქცინაცია მოხდება პირველადი ჯანდაცვის ქსელში, ასეთი სამასზე მეტი ცენტრია. მაგრამ როცა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და ეს იქნება გვიან გაზაფხულზე, მაშინ იქნება მობილური ბრიგადებიც და ფიქსირებული ადგილები'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში