სავაჭრო ცენტრები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნება, თუმცა შაბათ-კვირას მუშაობის უფლება არ ექნებათ

22 იანვარი 2021, 13:43 5385 ნახვა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთში, თელავში თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 1-ელი თებერვლიდან მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, მიუხედავად შეზღუდვის შემსუბუქებისა მათ მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნებათ.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, შაბათ-კვირას ასევე არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი იმ 5 ქალაქში (ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში), სადაც ტრანსპორტი 1-ელი თებერვლიდან აღდგება.

„იმის გათვალისწინებით, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, იწყებს მუშაობას მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, აღდგება სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას ყველა ამ ქალაქში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. რესტორნები, კვების ობიექტები, მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის შაბათ-კვირის შეზღუდვა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში