ბალნეოლოგიური სასტუმრო ბათუმის ბულვარში

21 იანვარი 2021, 20:05 1265 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭო „ამბასადორი ბათუმს“ ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი ობიექტის მშენებლობაზე დათანხმდა.

პროექტის განხილვას ხმაური მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილებას საბჭოს სამი წევრის გარდა, მხარი ყველა წარმომადგენელმა დაუჭირა. კომპანიამ ბულვარის ძველ ნაწილში, ე.წ. ბალნეოლოგიური კლინიკის ადგილას რამდენიმე სართული უკვე ააშენა.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარის შენობის უკანონო დემონტაჟის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, სამსართულიანი ობიექტის მშენებლობის ნებართვა გასცა, რომელიც ძველ ფუნქციას შეინარჩუნებდა და ისევ სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულება იქნებოდა.

ნებართვის შემდეგ, შპს "ამბასადორი" რამდენჯერმე მოხვდა ყურადღების ცენტრში, რადგან  საეჭვო გახდა სამსართულიანი შენობის საძირკვლის მოცულობა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი