დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს - გიორგი გახარია

21 იანვარი 2021, 11:23 1343 ნახვა

"დღეს არის  უმნიშვნელოვანესი დღე. დღეს, პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს"-ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას.

გიორგი გახარიას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უნდა გახდეს ახალი მესიჯი, რომ საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორის დონეზე დაიწყოს დეოკუპაციის მიმართულებით უფრო აქტიური მოქმედებები.

"რამდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება არის და იქნება შედეგი 12 წლიანი შრომის ჩვენი თანამოქალაქეების, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების, სპეციალისტების და რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს, გარდა იმისა ახდენს კომპენსაციას დაზარალებული ჩვენი მოქალაქეებისათვის და იქმნება  საფუძველი მათი ინტერესების შემდგომი დაცვისთვის საერთაშორისო დონეზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის საერთაშორისო სასამართლოს პირველი შეფასება 2008 წლის ომის საქმისა.

გარდა ამისა ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავდგათ კოორდინირებული ნაბიჯები უწყებათაშორის ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით. ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით და რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ უახლოეს პერიოდში.

დღეს არის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე და დღეს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისკენ ბრძოლაში. ეს უნდა გახდეს ახალი მესიჯი, რომ საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორის დონეზე დაიწყოს დეოკუპაციის მიმართულებით უფრო აქტიური მოქმედებები" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში