კარტოგრაფების საქმე

20 იანვარი 2021, 17:47 903 ნახვა

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე  ნატალია ილიჩოვასა და ივერ მელაშვილს ბრალი დაუზუსტდათ - პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ და საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს, რაც საქმის პროკურორის თქმით, დააკავებულებისთვის ბრალის დაზუსტების მიზეზი  გახდა. 

არსებულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერის დემონსტრირებას საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში აპირებს.  დაკავებულებს ბრალდების კვალიფიკაცია არ შეცვლიათ.

ნატალია ილიჩოვას ადვოკატის განცხადებით,  ბრალის შესახებ დადგენილებაში ფრაზა „დავალების მიღება“ გაჩნდა, ეს ფრაზა არაფერს ცვლის, იგივე პოზიცია აქვს ბრალდებულსაც, რომ ის უდანაშაულოა. დღესვე,  სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან, სადაც მელაშვილი და ილიჩოვა იმყოფებიან, ოპოზიციის მონაწილეობით აქცია გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი