ბათუმში მეორე დღეა თოვს

20 იანვარი 2021, 18:11 1066 ნახვა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი სატვირთო ავტომობილი მოცურდა და გზიდან გადავარდა. მაგისტრალზე საცობია და მოძრაობა გართულებულია. ამ ეტაპზე შემოვლითი გზა დროებით ჩაიკეტა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.

როდის გაიხსნება აღნიშნული მონაკვეთი ჯერ-ჯერობით უცნობია.  ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით მიიღეს.

გართულებულია მოძრაობა ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ მეორე გზაზეც, სადაც რამდენიმე კილომეტრიანი საცობია. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში