მე-13 ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან დაბრუნდა

20 იანვარი 2021, 14:49 1104 ნახვა

მე-13 ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან დაბრუნდა. მშვიდობისმყოფელების პირველ ასეულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების თანამშრომლები დახვდნენ. პირველი ქვეითი ბრიგადის ბატალიონი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას” 6 თვის განმავლობაში, ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ქვედანაყოფის ძირითად ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. ქვედანაყოფის მისიიდან დაბრუნების პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება. მე-13 ქვეითი ბატალიონი როტაციის წესით 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა და უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში