„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ -საქმეზე სტრასბურგის სასამართლო განაჩენს ხვალ გამოიტანს

20 იანვარი 2021, 11:48 978 ნახვა

"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეზე სტრასბურგის სასამართლო ხვალ განაჩენს გამოიტანს. ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქმის მოსმენას თბილისის დროით 11 საათზე გამართავს.  "საჩივარი შეტანილია საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საქართველო ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციამ - რუსეთის არმიის, ან  მის კონტროლს დაქვემდებარებული სეპარატისტული ძალების, მხრიდან განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმების შედეგად საქართველოს მოქალაქეებზე და მათ საკუთრებაზე - დაუშვა ან გამოიწვია ადმინისტრაციული პრაქტიკა, რის შედეგადაც დაირღვა კონვენციის რამდენიმე მუხლი: სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება და ასევე საკუთრების, განათლების და გადაადგლების უფლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი