„გახარია საქართველოსთვის“ წევრები ითხოვენ დადგინდეს ყველა შემსრულებლისა და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა ვინც მონაწილეობდა გიორგი გახარიას თავდასხმაში.
ასევე ითხოვენ დაიწყონ ბრალდებულების დაკავების პროცედურა. მათ განცხადებით, აჭარის პროკურატურას უკვე მიმართეს.
შსს-მ გამოძიება გამოძიების მუხლით დაიწყო. თავად გიორგი გახარია აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე.