ბათუმში აქციაზე დაკავებული ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

13 იანვარი 2025, 10:08 106 ნახვა

ბათუმში გუშინ გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით  ჯამში რვა პირი დააკავეს. მოგვიანებით  აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები  გიორგი კირთაძე და ელენე ხოშტარია  კი,  ხელწერილის საფუძველზე გაათავისფულეს.  

დაკავებულთა შორის არიან გამოცემა „ბათუმელების„ ოპერატორი გურამ მურვანიძე, ასევე ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგნელები და სამოქალაქო აქტივისტები:  ლუკა ნაცვლიშვილი, ელიზბარ ჩხიკვაძე,  შუშანა მაცაბერიძე, ლევან ხორავა.

აჭარაში მოქმედი   სამოქალაქო ორგანიზაციები   და აქტივისტები ითხოვენ    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ შეისწავლოს “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელის და დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავებასთან დაკავშირებული გარემოებები.

საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ შუადღისას დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა.

ოპოზიიციორენი დეპუტატების და აქტივისტების მიერ სტიკერების გაკვრას დაკავებების სერია მოჰყვა. მოგვაინებით აქციის მონაწილეებმა მსვლელობით წინასწარი დაკავების იზოლატორთან გადაინაცვლეს, სადაც პროტესტი გაგრძელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში