აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

20 იანვარი 2021, 10:32 1269 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე covid-19  33 834 ადამიანმა დაამარცხა.

კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა. ამ ეტაპზე კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 2 პაციენტი.

კლინიკაში მკურნალობს 253 მოქალაქე, კოვიდ სასტუმროში - 218, ხოლო ონლაინ კლინიკაში 562 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში