ლანჩხუთში, 60 წლამდე ასაკის ქალს, მატარებელი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.