საპროტესტო აქციებისა და დაკავებების სერია საფრანგეთში

17 იანვარი 2021, 18:00 73 ნახვა

საფრანგეთში პროტესტი დაკავებებით დასრულდა. პოლიციამ 75 დემონსტრანტი დააკავა. დაკავებისას დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც 12 პოლიციის ოფიცერი დაშავდა. აქცია პარიზსა და სხვა ქალაქებში უსაფრთხოების სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ გაიმართა.

პოლიციის თქმით დემონსტრანტების რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 34 ათასი შეადგინა, ხოლო აქციის ორგანიზატორების განცხადებით პროტესტი 200 ათასამდე ადამიანმა გამოხატა. უსაფრთხოების სადავო კანონპროექტი საფრანგეთში მასობრივი დემონსტრაციებისა და არეულობის მიზეზი არაერთხელ გახდა.

ახალი კანონპროექტის თანახმად, ინტერნეტსივრცეში, ბეჭდურ მედიასა და სამაუწყებლო მედიაში სამართალდამცველების მაიდენტიფიცირებელი გამოსახულებების გამოქვეყნება მათთვის ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენების მიზნით იკრძალება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში