საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც კორონავირუსისგან განკურნებულ რამდენიმე ათეულ ადამიანს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი გამოუვლინდა,რომელიც ვირუსის გადატანიდან 3-6 კვირაში ვლინდება.. აჭარაში პირველი შემთხვევა ჯერ კიდევ ნოემბერში დაფიქსირდა,თუმცა ჯანდაცვის სფეროში ამაზე საუბარი მხოლოდ იანვარში დაიწყეს..
პაციენტების უმრავლესობა ბავშვებია, მედიკოსების თქმით მართალია ბავშვები კორონავირუსს შედარებით ადვილად ამარცხებენ, მაგრამ ახალ ანთების წარმოქმნა სარისკოა, მას მაღალი ცხელება და კანზე გამონაყარი ახასიათებს, ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.
ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ პრეპარატების მარაგი ქვეყანაში არის, ხოლო მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს