შეკვეთილ რეისებზე ტარიფი უნდა გაიზარდოს - სატვირთო ავტომობილის მძღოლების აქცია 

15 იანვარი 2021, 16:46 6007 ნახვა

ფოთში სატვირთო ავტომობილის მძღოლებმა აქცია გამართეს. ისინი საერთაშორისო გადაზიდვებზე მუშაობენ და ფოთის პორტიდან ტვირთი სხვადასხვა მიმართულებით გადააქვთ. მათი თქმით, შეკვეთილ რეისებზე, ტარიფები ძალიან დაბალია, საწვავი გაძვირდა და ამიტომ დანახარჯი დიდი აქვთ.

ისინი გადამზიდავი კომპანიებისგან ტარიფის გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობაზე უარს აცხადებენ.

მძღოლები საკითხით დაინტერესებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ და გადამზიდავ კერძო კომპანიებთან შუამდგომლობას სთხოვენ. 

აქციაზე გადამზიდავ კომპანიებთან საკონტაქტო პირებიც გამოჩნდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ტარიფები ნამდვილად დაბალია, თუმცა ეცდებიან შუამავლობა გაუწიონ მძღოლებს იმ კომპანიებთან, ვისაც უშუალოდ ეხება ამ საკითხის მოგვარება.

იქვე  იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი