უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე

15 იანვარი 2021, 11:04 762 ნახვა

მე-3 ქვეითი  ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” ოფიციალურად ჩაერთო. ქართველი მშვიდობისმყოფელები აშშ-ს სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას 6 თვის განმავლობაში შეასრულებენ.  ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. „მტკიცე მხარდაჭერის მისიის” წარმატებით შესრულებისთვის მე-13 ბატალიონის პირად შემადგენლობას ამერიკული მედლები გადაეცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი