ლელო გმობს გურიაში მომხდარ დაპირისპირებას და პასუხისმგებლობას ,,ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს სიტუაციის დასარეგულირებლად. მათი თქმით, მმართველი გუნდი ძალადობა ახალისებს , როცა ერთ კონკრეტულ რელიგიას სხვაზე მაღლა აყენებს. ქართულ ოცნებაში კი განაცხადეს, რომ სახელმწიფოს პოზიციაა უზრუნველყოფილი იყოს რელიგისა აღმსარებლობის თავისუფლება. კონკრეტულ ინციდენტებზე პასუხიმგებლობა კი თავად საზოგადოებას აკისრებენ.