რელიგიური შუღლი ჩოხატაურში

13 იანვარი 2021, 20:09 4856 ნახვა

აქციაზე შეკრებილი მართლმადიდებელი ქრისტიანები ამბობდნენ, რომ სოფელ ბუკნარიდან, 10-15 წუთის სავალზე, სხვა სოფლებში არის მეჩეთები და იქ შეუძლიათ მორწმუნეებს აღასრულონ ლოცვა. რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის დროს, ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალის მობილიზება გახდა საჭირო.

მუსლიმმა მრევლმა პოლიციის კორდონი გაარღვია და იმ მიმართულებით გაემართა, სადაც ქრისტიანები მართავდნენ აქციას. მუსლიმი მოსახლეობა გურიაში აჭარიდანაა ჩასახლებული, სწორედ ამიტომ მათ მხარდასაჭერად აჭარიდან ათეულობით ადამიანი და პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ჩავიდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი