გუბერნატორმა მოგვცა ლოცვის გაგრძელების ნება - მუფთი ასლან ბერიძე

13 იანვარი 2021, 19:15 1967 ნახვა

ქობულეთისა და გურიის მუფთი ასლან ბერიძე აცხადებს, რომ ბუკნარში, მუსლიმთა სამლოცველოში ლოცვა არ შეწყდება. იგი ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციას გაეცნო და თქვა, რომ გუბერნატორმა მათ ლოცვის გაგრძელების ნება მისცა.

"შევხვდით გუბერნატორს, მრევლიც დახვდა მეჩეთში, ვილაპარაკეთ, აზრები გავცვალეთ. გვინდა, რომ განიმუხტოს არსებული მდგომარეობა. სოფელთან ახლოს მეჩეთი არ არის, დღეში 5-ჯერ ლოცულობს მრევლი და უჭირთ სიარული სხვა სოფლებში. სოფლის მცხოვრებლებს ხელს არ ვუშლით", - აცხადებს ასლან ბერიძე. 

მისივე თქმით, სახლის ვიზუალურად გადაკეთება არ იგეგმება და რაც შეეხება მოლაპარაკებას დაპირისპირებულ მხარესთან, ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში