სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თორნიკე რიჟვაძე

12 იანვარი 2021, 14:57 1602 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში მოსული უხვი ნალექის შედეგად ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განვითარდა მეწყერული პროცესები. აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ქედის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარემ წონიარისი-კანტაური-ტიბეთას საავტომობილო ხიდს ბურჯი გამოაცალა. შესაბამისად, მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზით.

ხულოში, სოფელ საციხურში ადიდებულმა მდინარემ დიდაჭარა-საციხური-გელაურის საავტომობილო გზა დააზიანა, რომლითაც ხუთი სოფელი სარგებლობდა. უხვი ნალექის შედეგად მეწყერული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტშიც.

ძლიერი წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოწვა სოფელ ბრილში საცხოვრებელ სახლებთან. მცირე მეწყერები განვითარდა ასევე შიდა სასოფლო გზებზე. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკით იწმინდება გზები. სტიქიის სალიკვიდაციო შტაბები შეუფერხებლად მუშაობენ.

სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში