აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ცხრა მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა. მონაცემებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. 10 იანვრის მონაცემებით, ვაქცინაციის ცენტრებმა ვაქცინის 25,5 მილიონი დოზა მიიღეს, საიდანაც თითქმის ცხრა მილიონ ადამიანს აცრა უკვე გაუკეთდა.აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ დამტკიცებულია „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“, ასევე „მოდერნას“ ვაქცინები.