ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა-პოლიტოლოგების პოზიცია

11 იანვარი 2021, 14:39 1072 ნახვა

პოლიტოლოგთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდეს. პოლიტიკიდან მის წასვლას პირობითს უწოდებენ. მათი აზრით, „ქართული ოცნების“ წევრები არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ წასვლის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერევა პარტიის საქმიანობასა და პოლიტიკაში. პოლიტოლოგები ასევე აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არასწორი დრო შეარჩია თანამდებობის დატოვებისთვის, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში