განსაკუთრებით კარგი და სტაბილური ნიშნებია აჭარაში - თამარ გაბუნია 

11 იანვარი 2021, 14:11 1297 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სტაბილიზაციის ნიშნები კარგად ჩანს აჭარაში. თამარ გაბუნიას თქმით, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით აჭარაში უფრო ადრე დაიწყო ეპიდემიის ტალღა. 

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით თავისუფალია 2905 საწოლი. ასევე შემცირებულია იმ პირთა მაჩვენებელი, ვისაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა ესაჭიროება. 

,,სტაბილიზაციის ტენდენცია საკმარისად მყარია. განსაკუთრებით კარგი და სტაბილური ნიშნები არის აჭარაში. აჭარამ უფრო ადრე დაიწყო ეპიდემიის ტალღის გადატანა, ვიდრე სხვა რეგიონებმა. ამდენად ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს მეტი საფუძველი იმისთვის, რომ გახსნა იქნება უსაფრთხო. ჩვენ აგრესიული ტესტირებით მივაღწევთ იმას, თუ სადმე ფარული შემთხვევაა გამოვლინდება. პოზიტიურობის მაჩვენებელი ნამდვილად იკლებს და  გვაქვს უსაფრთხო და სტაბილური გახსნის გარანტია. 

იგეგმება ტესტირების კიდევ უფრო გაფართოება. ეს კი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დავინახოთ რეალური გავრცელების მაჩვენებელი, რაც ცალსახად მიუთითებს სტაბილიზაციაზე, თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც საყურადღებოა. 

რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, ამ ეტაპზე არის 3 939 კოვიდ დადასტურებული პაციენტი, 164 იმყოფება ტრიაჟის პროცესში. მათ შორის 842 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ეს მაჩვენებელიც სტაბილურად მცირდება, რაც მიუთითებს შემთხვევების კლებაზე. 250 პაციენტი რჩება რეანიმაციაში. ეს მაჩვენებელიც სტაბილურად შემცირდა'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი