პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ წარდგენილი პროექტი, რომელსაც დეპუტატები ხვალ განიხილავენ შესაძლოა 1500 პატიმარს შეეხოს. პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი კანონპროექტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.
ამასთან, მსჯავრდებულებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით).