საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აქამდე საპატრიარქო ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ილია მეორესთვის კოვიდ 19-ზე ტესტის ჩატარება არ იგეგმებოდა, დღე კი ცნობილი გახდა რომ ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით იზოლაციაში მხოლოდ პატრიარქის მდივან-რეფერატი შორენა თეთრუაშვილი რჩება, რომლსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და რომელიც მანამდე ილია მეორეს იუბილეზე იმყოფებოდა. სწორედ ამ მიზნით ჩაუტარდათ საპატრიარქოში 55 ადამიანს კორონავირუსზე ტესტი, რომელთა პასუხებიც უარყოფითია.