პარლამენტში წარდგენილ „ამნისტიის შესახებ“ პროექტს, სავარაუდოდ, ხვალ სხდომაზე დაამტკიცებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტს, მესამე მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ და პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა.
პარლამენტში წარდგენილი პროექტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამასთან, მსჯავრდებულებს , რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით).
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები შედის სისხლის სამართლის საპროცესო და სისხლის სამართლის კოდექსებში.