მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევები- ,,საერთაშორიო გამჭვირვალობა- საქართველო’’ ახალ სიას აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში მაღალი დონის ე.წ. ,, ელიტური’’ კორუფცია და მასზე არასათანადო რეაგირება გამოიკვეთა, როგორც კორუფციის მხრივ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განახლებად სიაში რამდენიმე კონ კრეტული შემთხვევაა მოყვანილი, რომელიც სავარაუდო კორუფციას უკავშირდება. მათ შორის ერთ-ერთ მაგალითად ნახსენებია დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე. კონკრეტულად კი ანზორ ბოლქვაძის ნათესავების 3- მა კომპანიამ აჭარაში სახელმწიფო შესყიდვებიდან 2016-2020 წლებში 6 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღო. სამივე კომპანიამ უკონკურენტო პირობებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 2 317 773 ლარი მიიღო.