ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღეა ძლიერ ხანძრებს ებრძვიან

09 იანვარი 2021, 15:20 1156 ნახვა

დილით ძველი გაგრის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, იქ ტექნიკისთვის მიუდგომელი ადგილია და ხანძრის ჩაქრობას მაშველები და ადგილობრივი მცხოვრებლები ცდილობენ, - ამის შესახებ ოკუპირებული გაგრის ე.წ. სახანძრო-სამაშველო შტაბის უფროსმა დავით ბგანგამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხანძარი, რომელიც წინა დღეებში გაგრაში საცხოვრებელ სახლებს ას  მეტრამდე მანძილით მიუახლოვდა, გასულ ღამეს ჩააქრეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში