მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედროები ავღანეთში გაემგზავრნენ. ქართველი სამხედროები საერთაშორისო სამშვიდობო მისიას 6 თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის სამხედრო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.