კაპრეშუმში 39 ეკომიგრანტს საცხოვრებელი ბინა გადაეცა

08 იანვარი 2021, 12:24 1971 ნახვა

სოფელ კაპრეშუმში 39 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა.  სოციალური სახლი ხელვაჩაურის მერიამ ააშენა და იგი  მუნიციპალიტეტს სამ მილიონამდე ლარი დაუჯდა. ეს მეოთხე სახლია,რომელიც ხელვაჩაურში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის აშენდა. 2016 წლიდან დღემდე ჯამში მუნიციპალიტეტმა საცხოვრებელი ბინით 112 ოჯახი დააკმაყოფილა. 

ხელვაჩაურის მერიის  ინფორმაციით, ამ დროისთვის საცხოვრებელ ფართს  მუნიციპალიტეტში  70 ეკომიგრანტი ოჯახი საჭიროებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი