საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 494 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.
ჩატარდა 5 265 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 945 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 320 PCR.
ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა-47, იმერეთი-44, ქვემო ქართლი-15, შიდა ქართლი-46, გურია-6, სამეგრელო - ზემო სვანეთი-31, კახეთი-35, მცხეთა-მთიანეთი-15, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 085, საიდანაც, 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 900, აჭარაში-364, იმერეთში-731. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 837 პირი, მათ შორის, თბილისში-363, აჭარაში-84, იმერეთში-203. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პირი, მათგან თბილისში-180, აჭარაში-13, იმერეთში-31. 762 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217-თბილისში, 466-აჭარაში, 24-იმერეთში. 4 456 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.