ქართველ თეოლოგთა ნაწილის წერილი

07 იანვარი 2021, 11:32 1564 ნახვა

ქართველ თეოლოგთა ნაწილმა კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა -  "ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლე".  მათი განცხადებით, ისინი გრძნობენ ვალდებულებას, “რათა ეკლესიის ჯანსაღ მდგომარეობაზე იზრუნონ და განსაკუთრებით ფხიზელი თვალით დააკვირდნენ სასულიერო იერარქიის ქმედებებს”.

თეოლოგების მიერ გავრცელებული წერილის მიხედვით, კათოლიკოს პატრიარქის მიერ თანამოსაყდრის დანიშვნა, საეკლესიო სამართლის მიხედვით, დარღვევაა."სხვადასხვა სახის ზნეობრივი გადაცდომა, ვერცხლის მოყვარეობა, ფუფუნებისადმი სწრაფვა, თუნდაც ციანიდის საქმე.როდესაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი გაურკვეველი ბრალდებებით ზის ციხეში და ის ფაქტობრივად არის პატრიარქის პირადი პატიმარი.  პატრიარქს არ აქვს უფლება, რომ თავის სიცოცხლეში დაასახელოს თავისი შემცვლელი. “ - აცხადებს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი.

თეოლოგების განცხადებებს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე  პასუხობს. ის მოუწოდებს თეოლოგებს, გაეცნონ იმ ადამიანების შეფასებებს პატრიარქზე, რომლებიც ავტორიტეტული არიან მთელ მსოფლიოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი