საქართველოს პატრიარქმა მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა

07 იანვარი 2021, 10:20 984 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა. ილია მეორემ მრევლს მიმართა.

„ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ შობის დღესასწაულს. ღმერთმა დიდი მადლი გაგატანოთ ამ ტაძრიდან. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ, საქართველო და მთელი მსოფლიო“, – განაცხადა პატრიარქმა.

პირველად ქართული ეკლესიის უახლეს ისტორიაში, საშობაო ეპისტოლე შობის ღამის ლიტურღიის დროს არ წაუკითხავთ. იმის მიუხედავად, რომ წინასწარ დაანონსებული იყო, მრევლი პატრიარქის წერილს მსახურების დროს გაეცნობოდა.

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი