ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ისევ ამბობს, რომ კვლავ ერთიან პოზიციაზე არიან და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას, ვიდრე მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე.
უმრავლესობის პოზიცია კი უცვლელია, ისევ აცხადებენ, რომ რიგგარეშე არჩევნები არის წითელი ხაზი და ამის გადაკვეთას მმართველი პარტია არ აპირებს. ”ქართული ოცნების” წევრების განცხადებით, მოლაპარაკების მაგიდასთან დევს წინადადებები, რომელთა გარშემოც მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა მათ შორის არ განიხილება რიგგარეშე არჩევნები.