ტარიელ ფუტკარაძეს მახათას მთაზე პანთეონში დაკრძალავენ

05 იანვარი 2021, 15:00 5803 ნახვა

კორონავირუსით გარდაცვლილ პროფესორს, ენათმეცნიერს  ტარიელ ფუტკარაძეს დღეს მახათას მთაზე საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში  დაკრძალავენ. მანამდე კი სიონის საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.  ენათმეცნიერი, ქართველოლოგი ტარიელ ფუტკარაძე კორონავირუსით თბილისში, საავადმყოფოში 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ტარიელ ფუტკარაძე 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. ასევე ქალაქ ბათუმის პრეფექტი. 1991 წლის 9 აპრილს   ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

ტარიელ ფუტკარაძე იყო თსუ-ს ახალციხის ფილიალის თანადამფუძნებელი, ქუთაისის დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, თსუ-ს პროფესორი,  საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი