საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი საქართველოს კონსტიტუცია გამოსცა

04 იანვარი 2021, 19:01 1221 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი საქართველოს კონსტიტუცია გამოსცა, რომელიც საჩუქრად საქართველოს უსინათლოთა კავშირს გადაეცემა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„4 იანვარს ბრაილის შრიფტის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში, სიმონ პეტრიდისმა საქართველოს უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელ პირებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ონლაინ შეხვედრა გამართა.

„ბრაილის შრიფტით საქართველოს კონსტიტუციის გამოცემა იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მათ საჭიროებებზე ზრუნვასთან დაკავშირებით ატარებს. დღეს ჩვენთვის სასიამოვნო იყო ის ფაქტიც, რომ უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელებთან ერთად გავიარეთ ყველა ის პრობლემური საკითხი, რაც მათ აწუხებთ და დავსახეთ შესაბამისი აქტივობები“,- განაცხადა სიმონ პეტრიდისმა.

იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაცია აქტიურადაა ჩართული შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში, მსგავსი თემატური განხილვები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მთელი წლის განმავლობაში გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში