კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში აღმოაჩინეს, მსოფლიოს სულ მცირე 37 ქვეყანაშია გამოვლენილი.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი უფრო გადამდებია ვიდრე კოვიდ 19-ის სხვა, აქამდე ცნობილი შტამები. თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის უფრო ფატალურია, ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევს.