ლავასოღლი დაკავებულია

04 იანვარი 2021, 12:25 15684 ნახვა

ე.წ. კანონიერი ქურდი ლავასოღლი იგივე მინდია გორაძე დაკავებულია. უკრაინული მედიის ცნობით, ის  ოდესის აეროპორტში  სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როცა უკრაინაში ბელარუსიდან ჩავიდა. მათივე ინფორმაციით, აეროპორტში შემოწმებისას მინდია გორაძეს პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ ჰქონდა, რის შემდეგაც ის საზღვარზე გააჩერეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. 

ლავასოღლის დაკავებას ადასტურებს  უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. მისივე ინფორმაციით, ის აღარ იმყოფება ბელარუსის საპატიმროში და მისი დაკავების შემდეგ უკრაინაში მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები.

ქურდული სამყაროს წევრობისა და რამდენიმე სისხლის სამართლის  დანაშაულისთვის საქართველოში გასამართლებულ მინდია ლავასოღლის ბელარუსში 40 დღიანი საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 2020 წლის 3 აგვისტოს ამოეწურა, თუმცა მისი ექსტრადიება არ მომხდარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი