ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა თურქეთმა გადაიბარა

02 იანვარი 2021, 20:03 539 ნახვა

ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა პირველი იანვრიდან პოლონეთისგან თურქეთმა გადაიბარა. შესაბამისი ინფორმაცია ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პირველი იანვრიდან ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში, საერთო ჯამში, 6 400 ჯარისკაცი იმსახურებს, აქედან 4 200 თურქი სამხედრო.

ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა 2014 წელს უელსის სამიტზე გადაწყდა. მას 2019 წელს გერმანია, 2020-ში კი პოლონეთი ხელმძღვანელობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი