2020 წელი განსაკუთრებულად მძიმედ დარჩება მედიკოსების მეხსიერებაში. რთული პროფესია წელს კიდევ უფრო საპასუხისმგებლო გახდა . ეს ადამიანები 2020-ში ყველაზე საჭირო და აქტუალურები იყვნენ. ჩვენს ობიექტივში რამდენიმე გმირი ექიმი მოხვდა. ისინი თავად მოგვიყვებიან იმ განცდების შესახებ, რაც კორონავირუსთან ბრძოლას თან ახლავს. ჩვენი რეპორტაჟიდან გაიგებთ რატომ იქცა მათთვის ჩვეულებრივი ცხოვრება სანატრელ დღეებად.